დახმარება

1. როგორ მუშაობს “მალე”?

ეს საკმაოდ მარტივია – უბრალოდ, აირჩიეთ ქალაქი და უბანი მთავარ გვერდზე და ჩვენ წარმოგიდგენთ ყველა იმ რესტორანს, რომლებიც ახორციელებენ მიწოდებას თქვენთან. აირჩიეთ ის რესტორანი, რომელიც ყველაზე მეტად იმსახურებს თქვენს მოწონებას, გააფორმეთ შეკვეთა, შეიყვანეთ თქვენი მისამართი და მიუთითეთ გადახდის დეტალები. სულ ეს არის ! – ჩვენ მოგიტანთ თქვენს შეკვეთას, რაც შეიძლება მალე!

2. რა ტიპის რესტორნებია “მალე”-ში?

ჩვენ პერსონალურად ვკურირებთ მაღალი რეიტინგისა და მრავალფეროვანი არჩევანის მქონე რესტორნებს. ერთადერთი, რასაც თქვენ „მალე“-ში ვერ იპოვით – ეს არის დაბალი რეიტინგის მქონე რესტორანი.

3. რომელ საათებში შემიძლია მოვითხოვო შეკვეთის მოტანა?

ჩვენ ვმუშაობთ დილის 11:00 საათიდან - ღამის 03:00 საათამდე.

4. რატომ არ არის „მალე“-ში ნაღდი ანგარიშსწორება

ადამიანები ისევ იყენებენ ნაღდ ფულს ? მართლა ? - ეს ახალი ათასწლეულის ეპოქაა. სრული სერიოზულობით – ჩვენ ვიღებთ მხოლოდ ბარათით გადახდებს, იმიტომ, რომ ეს საშუალებას გვაძლევს, მოგაწოდოთ შეკვეთა, რაც შეიძლება მალე.

5. არსებობს თუ არა მინიმალური შეკვეთის ლიმიტი?

მინიმალური შეკვეთის ლიმიტი დამოკიდებულია იმ რესტორანზე, რომელშიც თქვენ ახორციელებთ შეკვეთას. ზოგადად, ეს არის 20 ლარი

6. განსხვავდება თუ არა რესტორნისა და “მალე”-ს ფასები?

ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს რესტორნებს გამოიყენონ იგივე ფასები, რომლებსაც ისინი სთავაზობენ მომხმარებლებს ადგილზე, თუმცა, შესაძლებელია, იყოს გამონაკლისებიც. თუ თქვენ გაგიჩნდებათ კითხვები მენიუს ფასების შესახებ, გთხოვთ, დაუკავშირდეთ უშუალოდ რესტორანს.

7. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ჩემს შეკვეთას რაიმე პრობლემა შეექმნება?

ჩვენ გვყავს სპეციალიზებული გუნდი მომხმარებლებთა მომსახურებისთვის, რომელიც იზრუნებს თქვენს შეკვეთაზე, დაწყებული იმ მომენტიდან, როდესაც თქვენ განათავსებთ შეკვეთას ჩვენს ვებ-გვერდზე. თუმცა, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ზოგჯერ შესაძლებელია მოხდეს მოვლენების არასასურველი გზით განვითარება. ამ იშვიათ შემთხვევაში, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ონლაინ დახმარების მეშვეობით, ელ-ფოსტით: cs@male.ge ან დაგვირეკოთ ნომერზე: +995 32 212 20 40. ჩვენ შევეცდებით, მაქსიმალურად სწრაფად მოვაგვაროთ თქვენი პრობლემა.

8. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მე რაიმეს დამატება დამავიწყდა შეკვეთის დროს?

დაუკავშირდით ჩვენს მომხმარებელთა მომსახურების გუნდს ონლაინ დახმარების მეშვეობით, ელ-ფოსტით: cs@male.ge ან დაგვირეკეთ ნომერზე: +995 32 212 20 40 და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ თქვენ აუცილებლად მიიღოთ ყველაფერი, რისი დამატებაც გნებავთ თქვენს შეკვეთაში.

9. რა ხდება მაშინ, როდესაც ჩემს შეკვეთას აგვიანდება?

ჩვენი კურიერები ძალიან სწრაფად გადაადგილდებიან, მაგრამ, ზოგჯერ, ისეთ მოვლენებს, რომლებიც ჩვენს კონტროლს არ ექვემდებარება, დაყოვნების გამოწვევა შეუძლიათ. ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ყოველთვის ვეცდებით და პირადად დაგიკავშირდებით, თუ გაგვიჩნდება იმის შეგრძნება, რომ თქვენი შეკვეთის მოწოდება დათქმულ დროს ვერ ხერხდება. ჩვენი გუნდი იმუშავებს იმისათვის, რომ თქვენი შეკვეთა მიიღოთ, რაც შეიძლება მალე.

10. იქნება თუ არა პრობლემა, თუ მე ადგილზე არ ვიქნები კურიერის მიერ შეკვეთის მოტანის დროს?

თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ვერ შეძლებთ მიწოდების მისამართზე დროულად ყოფნას, რათა თქვენი შეკვეთა მიიღოთ, გთხოვთ, გვაცნობოთ ონლაინ დახმარების მეშვეობით, ელ-ფოსტით: cs@male.ge ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 32 212 20 40. ჩვენი კურიერი ყოველთვის ეცდება თქვენთან დაკავშირებას პრობლემის არსებობის შემთხვევაში, მას შემდეგ, როცა ის მივა მიტანის ადგილას. თუ იგი ვერ ახერხებს თქვენთან დარეკვას, ჩვენი მომხმარებელთა მომსახურების გუნდი დაგიკავშირდებათ ტელეფონით ან ელ-ფოსტის საშუალებით. გთხოვთ, შეამოწმოთ თქვენი ელ-ფოსტა მოწოდების დროის პერიოდში, ახალი ინფორმაციისთვის. თუ ჩვენ თქვენთან დაკავშირებას ვერ მოვახერხებთ და ვერ შევძლებთ შეკვეთის დროულად მოტანას, ჩვენი კურიერი დაიცდის დაახლოებით 10 წუთამდე, სანამ ტერიტორიას დატოვებს, მომდევნო შეკვეთის შესასრულებლად. ვშიშობთ, რომ ამ შემთხვევაში, თქვენ ისევ მოგიწევთ თანხის გადახდა თქვენი შეკვეთისთვის. ამ არასასურველი მოვლენის თავიდან ასაცილებლად, ყოველთვის ეცადეთ, შეკვეთის გაფორმებისას, თქვენი საკონტაქტო ინფორმაციის ორჯერ გადამოწმებას.